22:37 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 11:15:31, 725 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია, რომელზედაც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სამიტზე, რომელიც 22 აპრილს გაიმართება, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი არინ მიწვეულები.

ბაიდენის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პუტინთან და სი ძინპინთან არ უსაუბრია, თუმცა  „ორივემ იცის, რომ მოწვეულები არიან“.

შეგახსენებთ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც მან ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, აშშ კვლავ დაუბრუნდება დონალდ ტრამპის მიერ დატოვებულ პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელსაც 2015 წელს 195-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics