|
2021-03-26 23:57:51, 628 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს
„საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თბლისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. „რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარე გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია, ერთი მხრივ თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ზომა შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით, მათ შორის საქართველოს ნატო-ში ფორსირებული წესით გაწევრიანების გეგმით“, – ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)