|
2021-03-26 15:33:00, 558 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე: ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით პირველადი გეგმა დაიდო. მისი თქმით, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დაუყონებლივ იქნება მიღებული პრევენციული ზომები. „როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ, ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში გამოვლინდა მეწყრული ზონა, ჩამოიშალა მიწის მასა და გზაზე გადაადგილებას შეექმნა საფრთხე. გუშინვე ოპერატიულად დაიგეგმა სამუშაო პროცესი, შეიზღუდა საგზაო მოძრაობა და საღამოს 9 საათიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები შეუდგნენ ჩამოშლილი მიწისმასის გატანის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს. კედლის მოწყობა დილისთვის დასრულდა და აღდგაროგორც გზის უსაფრთხოება, ისე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა. თქვენ იცით, რომ დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყრული ზონები, მათ შორის, წყნეთის გზაზე, სადაც მიწის ჩამოშლა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, პირველად არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის გზის რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო უსაფრთხოების კედლები. შარშანდელთან შედარებით, ამჯერად ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა და შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაო უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, წუხანდელი უწყვეტი მუშაობის შედეგად, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა. შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხრას. რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონას, სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ.ასევე, მომავალ კვირის ბოლოს, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მეწყრული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები. რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ საფრთხე შეიქმნება, დაუყონებლივ იქნება მიღებული პრევენციული ზომები. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)