09:48 - 25 Jul, 2026
|
2021-03-26 14:07:06, 619 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგი 29 მარტიდან განახლდება
ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლი, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლპარაკების პროცესი, 29 მარტიდან განახლდება. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი თბილისს, სავარაუდოდ, კვირას, 28 მარტს ეწვევა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგში მონაწილეობისთვის, უკვე მეორედ ჩამოდის.პირველად, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 12 მარტიდან 19 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა მისი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრები შეთანხმების გარეშე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)