|
2021-03-26 13:20:33, 508 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ და კობახიძემ, რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს
ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ „წითელი ხაზებით“ საუბრობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ და კობახიძემ, შარლ მიშელის დოკუმენტში არის როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი. „მიუხედავად უმძიმესი პოლიტიკური კრიზისისა, ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ „წითელი ხაზებით“ საუბრობს. ეს ძალიან კარგად მიუთითებს მათ მზაობას შეთანხმება-კონსენსუსთან დაკავშირებთ. რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ და კობახიძემ, ყველამ კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არის როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი. ამ ორივე თემაზე აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება. ამ პუნქტების გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხს კრისტიან დანიელსონის ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში არ დაუბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)