|
2021-03-25 18:25:42, 637 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს შეთანხმება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს შეთანხმება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოლაპარაკების მაგიდასთან ისეთი საკითხები მიიტანონ, რომლებიც მეტად შეუშლიან ხელს შეთანხმების მიღწევას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჯგუფი, რომელიც ცდილობენ რადიკალური ინტერესების გატარებას და ეს გამოიხატება კონკრეტულ ქმედებებში, მათ არ სურთ შეთანხმება რომ შედგეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დამატებით გარკვეული საკითხები მათ დადონ მოლაპარაკებთა მაგიდასთან, რომ კიდევ უფრო მეტად შეუშალონ ხელი მოლაპარაკების მიღწევას. ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)