08:50 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 18:39:25, 619 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი ოპოზიციაზე: რევოლუცია უნდათ - ვერ აკეთებენ, პარლამენტში უნდათ შემოსვლა - ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებს

რევოლუცია უნდათ - ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ - ვერ ბედავენ, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები ხელს არ შეუწყობს მოლაპარაკების პროცესს.

„დაანონსებული აქცია ნამდვილად არ უწყობს ხელს მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ამას აკეთებენ ისინი ყოველთვის, რადგან არ უნდათ მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს. ეს იმიტომ, რომ მათი მოთხოვნები არარელევანტურია. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ასე რომ ყოფილიყო, ყველა გამოვიდოდა და დაიცავდა თავის ხმებს. რევოლუცია უნდათ ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ ვერ ბედავენ იმიტომ, რომ მიშა იქიდან აბულინგებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics