|
2021-03-24 14:10:56, 558 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ამერიკელებმა ჩვენს ოპოზიციას უთხრეს, რომ მათი პარლამენტში არშესვლა, პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს
ამერიკელებმა ჩვენს ოპოზიციას უთხრეს, რომ მათი პარლამენტში არშესვლა, პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს, - ასე გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებს. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ნიკა მელია ციხეში კანონის დარღვევის გამო ზის. „ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს, რადგან როგორც ამერიკელებმა ჩვენს ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს. მე მინდა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში. ამიტომ, პირველ რიგში, გვევალება, ვიზრუნოთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე და არ ვიყოთ უნებლიეთ რუსული ინტერესების გამტარებელი, რადგან ოპოზიციის ფუნქცია არ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა. და ბოლოს, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ვინაიდან კანონი დაარღვია, ნიკა მელია ამიტომ ზის ციხეში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)