|
2021-03-24 11:53:00, 404 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ჩაირთვება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მსურველებს 20 აპრილიდან მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელ საბაგიროს, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა და იგი ახლა გადმოეცემა თბილისის მერიას. პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოების სისტემების გამართვა, სარევიზიო სამუშაოები. ამ სამუშაოების დასრულების შემდგომ, 20 აპრილიდან საბაგირო ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა თბილისში საბაგიროების დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. „ზოგადად, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, რომ გვაქვს კონკრეტული არეალები ქალაქში, სადაც კვლევის შედეგად გამოიყო ადგილები, სადაც შესაძლებელია საბაგიროს პროექტების განხორციელება. ორ მათგანზე უკვე კონკრეტულად ვმუშაობთ და დეტალურ ანალიზს ვაკეტებთ, პროექტირება ხდება. მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც პროექტი დამზადდება, დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)