22:35 - 26 Jul, 2026
|
2021-03-24 10:35:17, 1558 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით დახურულ კარს მიღმა აიცრა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია დახურულ კარს მიღმა განხორციელდა. „ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა. თავს კარგად გრძნობს. ხვალ სამუშაოს ჩვეულ რიტმში გააგრძელებს“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. პესკოვი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ვაქცინით აიცრა ვლადიმერ პუტინი. ამ დრომდე პრეზიდენტის ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით Sputnik V-ით, EpiVacCorona-თა და CoviVac-ით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)