08:49 - 25 Jul, 2026
|
2021-03-23 12:16:20, 448 ნახვა
პოლიტიკა
NDI - გამოკითხული მოსახლეობის 47% ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას კოვიდვაქცინაზე ენდობა, 15% კი, არა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რამდენად ენდობით ან არ ენდობით ინფორმაციას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ შემდეგი წყაროდან - თქვენი რელიგიური ლიდერი/ეკლესია“, გამოკითხული მოსახლეობის 47% აცხადებს, რომ ენდობა. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 15% არ ენდობა ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ, 33% კი აცხადებს, რომ არ იღებს ინფორმაციას აღნიშნული წყაროდან. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)