|
2021-03-23 12:13:47, 516 ნახვა
პოლიტიკა
NDI - გამოკითხული მოსახლეობის 52%-სთვის მთავრობისგან კოვიდპანდემიისას მიღებული ფინანსური დახმარება არასაკმარისია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „მიიღეთ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახიდან ვინმემ რაიმე სახის ფინანსური დახმარება ან შემწეობა კოვიდპანდემიის დროს“, გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მიიღო. ამავე კითხვაზე, გამოკითხული მოსახლეობის 60% აცხადებს, რომ მთავრობისგან კოვიდპანდემიის დროს ფინანსური დახმარება არ მიუღია. ამასთანავე, კითხვაზე „თუ დიახ, როგორ შეაფასებდით მთავრობის დახმარებას“, გამოკითხულთა 48% აცხადებს, რომ დახმარება საკმარისი იყო, 52%-სთვის კი, ფინანსური დახმარება არასაკმარისია. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)