|
2021-03-23 12:04:56, 606 ნახვა
პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 40%-სთვის მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 23%-სთვის „ქართული ოცნებაა“
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას, 14% კი, პასუხზე უარს აცხადებს. გამოკითხული მოსახლეობის 7% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობაა“, ასევ 7% სხვა პარტიებს ასახელებს. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)