|
2021-03-22 20:52:52, 973 ნახვა
მსოფლიო
დაგლას ჯოუნსი - აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა
„აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა“, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დაგლას ჯოუნსმა ონლაინბრიფნგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ რეფორმების ფარგლებში საქართველო გახდება ნატო-ს უფრო ძლიერი კანდიდატი. „ღია კარის პოლიტიკა არის ამ ალიანსის ისტორიული წარმატება და მიღწევა. ბოლო წლებში ეს დამტკიცდა ახალი წევრები მიღებით. აშშ და ნატო-ს ყველა წევრი მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანას აქვს ვეტო ამ სუვერენულ გადაწყვეტილებაზე. საქართველო ნატო-ს მტკიცე პარტნიორია და ნატო-ს დიდი ხნის ასპირანტი. მას შეაქვს წვლილი ნატო-ს ოპერაციებში და ის ნატო-ს მტკიცე პარტნიორია. აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და გაზარდოს მათი ძალების თავსებადობა ნატო-სთან. ამ რეფორმების ფარგლებში საქართველო გახდება ნატო-ს უფრო ძლიერი კანდიდატი“, - განაცხადა დაგლას ჯოუნსმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)