22:39 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 19:56:37, 1356 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუს და ჩინელ მაღალჩინოსნებს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი რუს და ჩინელ მაღალჩინოსნებს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სანქციებს დაუწესებს.

გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.

როგორც ცნობილია სანქციები 11 ადამიანის წინააღმდეგ ამოქმედდება, ამ დროისთვის მათი ვინაობა უცნობია.

ევროკავშირი რუს მაღალჩინოსნებს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელების რეპრესიებში სდებენ ბრალს.

სანქციების თანახმად ე.წ შავ სიაში მოხვედრილ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, ხოლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათ სახელზე გახსნილი ყველა ანგარიში გაიყინება.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებთა დარღვევისთვის ევროკავშირი უკვე მეორედ იყენებს სანქციების გლობალურ მექანიზმს. მსგავსი სანქციები პირველად რუს მაღალჩინოსნებს დაუწესეს, რომლებიც ალექსეი ნავალნის დევნაში არიან პასუხისმგებელნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics