22:34 - 26 Jul, 2026
|
2021-03-22 16:04:21, 759 ნახვა
მსოფლიო
ბოიკო ბორისოვი მოუწოდებს რუსეთს, ბულგარეთზე ჯაშუშობა შეწყვიტოს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი მოუწოდებს რუსეთს, ბულგარეთზე ჯაშუშობა შეწყვიტოს. ბორისოვმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსი დიპლომატები ქვეყანაში არასასურველ პირებად გამოცხადდნენ. „კიდევ ერთხელ, შესაძლოა, საჭირო გახდეს რუსი დიპლომატების არასასურველ პირებად გამოცხადება. მე კიდევ ერთხელ მივმართავ მათ ლიდერებს, ბულგარეთში შპიონაჟი შეწყვიტეთ“, – განაცხადა ბოიკო ბორისოვმა. შეგახსენებთ, რომ 19 მარტს პროკურორებმა ექვსი პირი, მათ შორის ყოფილი და ამჟამინდელი სამხედრო სადაზვერვო ოფიცრები, სოფიაში რუსეთის საელჩოსთვის ბულგარეთის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)