|
2021-03-22 16:40:41, 815 ნახვა
საზოგადოება
ვერც ერთი ვერ გავუძლებთ, გამოვიფიტებით და დავიხოცებით - ლევან რატიანი მიმართვას ავრცელებს
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. რატიანი საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „საოცარია დღეს ცხოვრება, მას ბევრი მიზეზი განაპირობებს. ერთი რამ კი ცნობილია და დადგენილია - პანდემია უნდა იმართოს მაკრორგანიზის, მიკრორგანიზმის, გარემოს და სოციალურ ფაქტორთა სიმბიოზით და არა ქაოსით. წარმოიდგინეთ, ცუდი ფაქტია ქაოსი ამ სიტუაციაში და თქვენ ქაოსის ძალას აძლიერებთ! ჩვენი მიზანია ბრძოლის მოგება ამ უთანასწორო ბრძოლაში... მიზნის მისაღწევად ერთ ვექტორზე უნდა ვიდგეთ ყველა, რომ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ! საოცარია, შეცდომას შეცდომაზე რომ უშვებთ ქაოსის გამო! ამით ყველა ერთად ვზარალდებით და ვტკენთ საოცრად ერთმანეთს. ხომ შეიძლება გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის, რასაც სიცოცხლის გადარჩენა ქვია! ეი, შენ მოუსმინე! ეი, შენ გაიგე, გაიგე! ეს მავნებლობაა, რაც ხდება! ეი, გაიგე მე სიცოცხლე მინდა! და ამისთვის გავერთიანდეთ ერი და ბერი.... არ მინდა ამდენი ტკივილი, ვერ გავუძლებთ ვერცერთი, გამოვიფიტებით და დავიხოცებით გაიგე! გაიგე მე სიცოცხლე მშვიდ გარემოში მინდა! გაიგე შენზე მეტად მინდა სიცოცხლე და დამაცადე რა… არ გვინდა ქაოსი! მიდი აკეთე საქმე რა, რომ გადავრჩეთ! ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ამისათვის შენ ყველაფერი უნდა გააკეთო“, - წერს ლევან რატიანი.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)