07:29 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 15:58:50, 573 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ დიპლომატს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მრავალწლიანი ორმხრივი მხარდაჭერა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში ესტონეთის წვლილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ესტონეთის კონტრიბუცია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატოში ინტეგრაციის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონეთის ელჩთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა.

შეხვედრას ესტონეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინიარვი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics