|
2021-03-21 17:23:25, 533 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე საბანაძის გადადგომაზე - ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას
ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას, - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის გადადგომას, ასე ეხმიანება. მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. „ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ნამდვილად მიანიშნებს იმ მტკივნეულ საკითხზე, რაზეც ჩვენი დასავლელი მეგობრები საუბრობენ - საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური სივრცე ვიწროვდება. საბანაძეზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი და ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ კადრად დიპლომატიაში. კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)