|
2021-03-20 15:09:03, 545 ნახვა
პოლიტიკა
რა თემებზე იმსჯელა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაასახელა თემები, რაზეც მმართველი გუნდის უმრავლესობამ დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, განხილული საკითხები საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას, გამოგონილ და ხელოვნურ კრიზისში. „პანდემია, ვაქცინაცია, რეგულაციები, პოსტპანდემიური აღდგენის გზები, ინფრასტრუქტურული პროეიქტები, ასევე ეკონომიკის გაჯანსაღება და ასევე სოციალური პრობლემები, ენერგოდამოუკიდებლობა და აქ გვაქვს კონკრეტული გამოწვევები. ყველა ეს საკითხის საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას, გამოგონილ და ხელოვნურ კრიზისის პირობებში, ამ მოცემულობაში, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას დასავლელ და ამერიკელ კოლეგებთან და გავიმეორებთ, რომ ყველა კომპრომისული წინადადება, რომელიც იყო დადებული ოპოზიციასთან მოლაპარაკების დროს, კვლავ ძალაშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)