|
2021-03-20 12:25:27, 755 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - 15 მაისს სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და აქციაზე იმაზე მეტი ხალხი იქნება, ვიდრე კობახიძის თავზე თმა
15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ, აქციაზე იმაზე მეტი ხალხი იქნება, ვიდრე კობახიძის თავზე თმა, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან, ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია გადადის წინააღმდეგობის რეჟიმზე, რომელიც იქნება დამღლელი, თუმცა აუცილებელი. „ეს ორი თვე იქნება უკომპრომისო, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, სუს-ს შნირობა გამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის, რომ ადამიანები შეაშინოს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ შიში დაძლეულია და ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, იმიტომ რომ ხალხი იქნება მეტი, ვიდრე მის თავზე არის თმა. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ აბსოლუტურად სხვა რეჟიმზე, რომელიც იქნება მომქანცველი, მაგრამ აუცილებელი. ეს არის მოძრაობა საქართველოსთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან საერთო სამოქმედო გეგმა წარადგინა, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა და საპროტესტო აქციების უწყვეტი ტალღა დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)