|
2021-03-19 15:13:01, 902 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლის ადმინისტრაცია პუტინს დებატებზე უარს ეუბნება და აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ძალიან დაკავებულია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი დებატებში მოწვევას თეთრი სახლის ადმინიტრაცია პასუხობს. როგორც ჯო ბაიდენის პრესმდინავმა განაცხადა, პრეზიდენტი ძალიან დაკავებულია და მას უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან. „ჯო ბაიდენს უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან და პარასკევს, იქნება საკმაოდ დაკავებული, რათა განაგრძოს დიალოგი პირდაპირ ეთერში. ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან და მთავრობასთან ყველა საკითზე ვთანამშრომლობთ და მეტი არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი. რაც შეეხება სამომავლო შეხვედრას, პრეზიდენტი ხვალ ჯორჯიის შტატში იქნება და ძალიან დაკავებულია“, - განაცხადა პრესმდივანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენი ღია პოლიტიკურ დისკუსიაში მოიწვია და დიალოგის თარიღად 19 ან 22 მარტი დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)