00:07 - 27 Jul, 2026
|
2021-03-18 15:45:58, 697 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება, - აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი, ვადამდელი არჩევნებია. „რამდენიმე წუთის წინ შევხვდი ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ ცარუკიანს. შეხვედრაზე ჩვენ შევჯერდით, რომ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ასევე ჩემს მიერ პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემ ნაბიჯთან“, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერ ედმონ მარუკიანთან გამართული დისკუსიების გათვალისწინებით, სომხეთში, მიმდინარე წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება,“- წერს ნიკოლ ფაშინიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)