00:05 - 27 Jul, 2026
|
2021-03-18 15:36:51, 997 ნახვა
მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს ერთმნიშვნელოვნად არ სურს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება
ვიტყოდი, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის ძალიან ცუდი გამონათქვამებია, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინტერვიუს. როგორც დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, ბაიდენს ცალსახად არ სურს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. „ჯო ბაიდენს ერთმნიშვნელოვნად არ სურს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგება. მომავალში ჩვენ სწორედ ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ეიბისი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევდა თუ არა ვლადიმერ პუტინს მკვლელად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)