04:53 - 25 Jul, 2026
|
2021-03-18 09:52:08, 405 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი დღეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან მორიგ შეხვედრას გამართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას გამართავს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის დანიელსონის მედიაციით შეხვედრა გუშინაც გაიმართა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, გუშინდელ აუდიენციაზე რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვა არ მომხდარა. მათივე თქმით, აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობა დღეს გაიმართება. ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მისი მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)