|
2021-03-17 18:11:22, 607 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი ღარიბაშვილს - გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან, რათა მოიძებნოს ორმხრივი გამოსავალი
საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე მოუწოა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გამოიყენოს საკუთარი პოზიცია, რათა გამოინახოს ოპოზიციასთან საერთო ენა და ორმხრივი გამოსავალი. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ თავს არ ვარიდებთ რთულ დისკუსიებს. საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები იწვევს წუხილს და ჩვენ მოგიწოდებთ, რომ საქართველომ გააძლიეროს დემოკრატიული სტანდარტები, რომელსასც მიაღწია უკანასკნელი წლების განმავლობაში, რასაც მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების გამოყენება. ნატო უჭერს მხარს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერო, მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი პოზიცია, რათა ოპოზიციასთან საერთო ენა გამოინახოს და გამოინახოს ორმხრივი გამოსავალი", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)