|
2021-03-17 17:48:46, 913 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის
ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეი ბი სი“-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამასთანავე, ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია. „ის აუცილებლად გადაიხდის საფასურს, ამას ნახავთ. მე ხანგრძლივი საუბარი მქონდა პუტინთან, კარგად ვიცნობ და ჩვენი საუბარი ამით დაიწყო, ვუთხარი, რომ „მე შენ გიცნობ და შენც მიცობ, თუ დადგინდა, რომ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩაერიე, მაშინ მზად უნდა იყო. ვუთხარი, რომ ვიცი, მას სული არ აქვს, რაზეც მან მიპასუხა, რომ ესეიგი ჩვენ ერთმანეთის გვესმის. ესვთქვი, რომ მეც ჩავხედე მას თვალებში და ვფიქრობ, მას სული არ აქვს. მან მიპასუხა, რომ ე.ი ჩვენ ერთმანეთის გვესმის. დიახ, მე ვფიქრობ, რომ პუტინი მკვლელია", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ის მთავარმა სადაზვერვო სამსახურმა სამშაბათს გამოაქვეყნა არაკლასიფიცირებული ანგარიში უცხო ქვეყნის ჩარევის შესახებ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზედამხედველობას უწევდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანდიდატურის „დაკნინებას".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)