|
2021-03-17 16:46:22, 706 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, გაიკეთეთ აცრა
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთოხა. ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. „ჩვენ AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტს ვაკვირდებით და ვიცით, რომ ის უწყობს ხელს უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას დიდ ბრიტანეთში, ამიტომ, თუ თქვენი რიგი დადგება, გაიკეთეთ აცრა", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა 13-მა ქვეყანამ. ამის მიზეზად აცრილ მოქალაქეებში თრომბის შემთხვევები დასახელდა. თუმცა, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო სფეროს მარეგულრებელ ორგანოში განაცხადეს, რომ „არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბი ვაქცინებს უკავშირდება“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)