|
2021-03-17 15:50:20, 482 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - მოლაპარაკება შესაძლოა დასრულდეს ისე, რომ თემების განხილვამ პარლამენტში გადაინაცვლოს
მოლაპარაკება შესაძლოა დასრულდეს ისე, რომ თემების განხილვამ პარლამენტში გადაინაცვლოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეუძლებელია. „მე არ ვიტყოდი, რომ აქეთ-იქით სიარულია, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს თემა გაცილებით უფრო სერიოზულია მსოფლიოსთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის, ვიდრე შესაძლოა ერთი შეხედვით წარმოგვედგინოს, როდესაც ვსმჯელობთ რომელი პარტიის რა წარმომადგენელი რა განცხადებას აკეთებს. ეს ყველაფერი შესაძლოა დასრულდეს იმით, რომ ამ თემების განხილვამ გადაინაცვლოს პარლამენტის ფორმატში. თუკი ვინმეს რაიმეში ეჭვი ეპარება, კატეგორიულად მიუღებელია იმის შეთავაზება საზოგადოებისთვის, არასწორი ინფორმაციისა, რომ თითქოს საგამოძიებო კომისია ვერაფერს განაპირობებს, თუნდაც ოპოზიციის ხელმძღვანელობის პირობებში, თუკი რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი, ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც არ იქმნება პარლამენტს მიღმა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)