|
2021-03-17 11:55:27, 396 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ევროკავშირმა საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაში მხარდაჭერა აღგვითქვა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაზეც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს, პირველ რიგში შავ ზღვაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საბჭოზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად მაღალ პროგრესს მიაღწია საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებლებების შესრულებაში. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, გაიმართა ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენ მოხსენებებით წარვდექით. ჩვენ დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაშიც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების განვითარება შავ ზღვაზე, რაც დაგვაკავშირებს ჩვენს ევროპულ სახელმწიფოებთან. კონკრეტულად საუბარია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის მეტად განვითარებაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება იმ ფონზე, როცა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ძალიან სწრაფად ვითარდება. „ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუმცა, სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც ჩვენ გვჭირდება. ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)