|
2021-03-16 18:26:47, 521 ნახვა
პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სასურველი შედეგის მისაღწევად ორივე პოლიტიკურმა მხარემ უნდა დათმოს
ორივე მხარემ უნდა დათმოს, რათა მიღწეული იყოს მათთვის მისაღები შედეგი, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მომდევნო დღეებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მისამართით კონკრეტულ შეთავაზებას გააკეთებს. „ევროკავშირი დიდი ხანია ჩართული ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ, ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი მედიაციის პროცესზე იყო კონცენტრირებული, ჩვენ პირადად შარლ მიშელისგან გვაქვს ინფორმაცია, ასევე კრისტიან დანიელსონისგან და გვინდა, რომ სრულად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები ამ პროცესში. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ როგორც პრემიერი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისგანაც. დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)