03:46 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 12:36:49, 480 ნახვა

პოლიტიკა
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის მიერ ჰააგის სასამართლოში ფიცის დადება არ ნიშნავს იმას, რომ მინისტრი უკვე სხვა ამპლუაში აგრძელებს მუშაობას. ოხანაშვილის თქმით, ვიდრე ლორთქიფანიძე სრულად შეუდგება ჰააგაში სამუშაოს, მანამდე მინისტრის პოსტზე დადჩება.

„არ მიმდინარეობს ჯერ ამ საკითხზე მუშაობა და მსჯელობა გუნდში. ფიცის დადება ერთია და მეორეა ოფიციალურად როდის შეუდგება მუშაობას, მანამდე ის არის იუსტიციის მინისტრი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკითხს გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რომელ კანდიდატს განიხილავს „ოცნება“ მინისტრის თანამდებობაზე.

„პოსტზე გვყავს ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამ წუთას თანამდებობის დატოვების აუცილებლობა დღის წესრიგში არ აქვს. როდესაც ეს მოცემულობაა შეიცვლება ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრის სრული დისკრეცია გახლავთ, რომ შეარჩიოს ამ თანამდებობაზე პიროვნება. კონკრეტულად ვინ განიხილება, ან განიხილება თუ არა კანდიდატად ჩემთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე 19 დეკემბერს ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ აირჩიეს. ლორთქიფანიძემ ფიცი რამდენი დღის წინ დადო. მას შემდეგ რაც იუსტიციის მინისტრი მოსამართლის პოსტს დაიკავეს, მინისტრი თანამდებობის დატოვება მოუწევს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics