03:48 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 12:24:04, 437 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე - ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პოზიტიური გავლენა იქონიოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ვლადიმერ პუტინია

ვთვლი, რომ რამდენად რთული და მძიმეც არ უნდა იყოს რუსეთთან საუბარი, ეს აუცილებელია, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსულ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გავლენა იქონიოს, ვლადიმერ პუტინია.

„მე ვთვლი, რომ რამდენად რთული და მძიმეც არ უნდა იყოს რუსეთთან საუბარი, ეს აუცილებელია. ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემები რუსეთთან, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ადამიანი რუსეთში, რომელსაც შეუძლია რომ პოზიტიური, ასევე ნეგატიური გავლენა იქონის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვლადიმერ პუტინია, ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ მოსახლეობას სურს რეალურად შეცვალოს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკა, მაშინ აუცილებელია საუბარი ამ ადამიანთან, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოახდინოს გავლენა ამ პოლიტიკაზე. მე მიმაჩნია, რომ შესაძლებლობა ვისაუბროთ რუსეთის პრეზიდენტთან, პოზიტიურია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics