03:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 12:16:05, 419 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას მოლაპარაკების მიმართ არაკონსტრუქციული დამოკიდებულება აქვს

„ოპოზიციას მოლაპარაკების მიმართ არაკონსტრუქციული დამოკიდებულება აქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მანვე მედიასთან ისაუბრა მოლაპარაკების პროცესზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს მერკანტილური დამოკიდებულება აქვთ, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი აქვს.

„წარმატების იმედი ნამდვილად მაქვს, ვინაიდან ზოგადად ვფიქრობ, რომ საღი აზრი საზოგადოდ, ალბათ, ყოველთვის იმარჯვებს ისეთ დამოკიდებულებებთან მიმართებაში, რომელიც მერკანტილური შეიძლება იყოს და არ აყენებდეს პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესს. ვიხილეთ ბოლო ხანებში ისეთი დამოკიდებულება ოპოზიციონერთა მხრიდან, რომელიც არ იყო კონსტრუქციული, რაზეც ბოლოდროინდელი მოვლენებიც მეტყველებს, მაგალითად ჩვენ ვიცავთ მოლაპარაკების დეტალების გაუხმაურებლობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics