|
2021-03-15 23:07:43, 485 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მზად ვართ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე
„ჩვენ მზად ვართ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“, - ამის შესახებ საქართვეოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოსავალი ორივე მხარისთვის უნდა იყოს მისაღები კომპრომისი. „მინდა გითხრათ, რომ დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მინდა მას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული ამ მედიაციის პროცესში და მოგეხსენებათ, რომ მისი წარმომადგენელი იმყოფება თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს პარტიასთან. მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ერთი რამ მინდა ცხადად განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით, თუ რა არის ჩვენი პოზიცია. მე შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანევრით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკურული და ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის სურვილი და ამოცანააა, რომ ჩვენ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)