|
2021-03-15 21:43:42, 440 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის კიდევ ერთი, დღეს უკვე მეორე შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კიდევ ერთი, დღეს უკვე მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ერთხელ უკვე შეხვდა, სადაც დახურულ კარს მიღმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირადად გაესაუბრა საქართველოს პრემიერს, მეორე შეხვედრა კი უფრო გაფართოებული ფორმატის არის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)