|
2021-03-15 19:24:46, 715 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართება. ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკაშირის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატია, რომელიც ყოველწლიურად იმართება და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. დელეგაციას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ასევე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)