|
2021-03-15 13:47:12, 708 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის გაძლიერებას რუსული „სპუტნიკით“ განიხილავს
ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის გაძლიერებას რუსული „სპუტნიკის“ ვაქცინით განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატიურ და ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა საჯაროდ უარყო რუსეთის გლობალური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მომარაგების კამპანია, როგორც არასასურველი რეჟიმის მიერ პროპაგანდისტული ნაბიჯი. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ბლოკის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის მწარმოებლებთან, „როიტერსს“ განუცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს „სპუტნიკ V”-ის დეველოპერებთან მოლაპარაკებების დაწყებას. მედიის ცნობით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკვე შეიძინეს რუსული ვაქცინები, ჩეხეთი კი დაინტერესებულია მისი შეძენით. რაც შეეხება იტალიას, ქვეყანა განიხილავს, რომ უდიდესი ვაქცინების საწარმო ბიორეაქტორი „სპუტნიკის“ წარმოებისთვის გამოიყენოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)