|
2021-03-15 12:36:36, 399 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - მთავარია, რომ ოპოზიციის განწყობა ორიენტირებული იყოს შეთანხმების მიღწევაზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ახლა მთავარია, რომ ოპოზიციის განწყობა ორიენტირებული იყოს შეთანხმების მიღწევაზე. მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება მოლაპარაკებებისადმი კონსტრუქციული არ ყოფილა. „რაც შეეხება ინიციატივას, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს, იმედი მაქვს, შედეგიანი აღმოჩნდება და რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან საიმისოდ, რათა შეთანხმება შედგეს. ეს არის ამ წუთას მთავარი, რომ ოპოზიციის განწყობა იყოს ორიენტირებული შეთანხმების მიღწევაზე. საკითხს იმასთან დაკავშირებით პრემიერი უშუალოდ რა ინფორმაციას მიაწვდის ვიზიტის დროს ევროპელ კოლეგებს, ალბათ, ეს იქნება ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ან იმ გარემოებების შესახებ, რაც მისი ხედვით შეიძლება აბრკოლებდეს ამ მოლაპარაკებების პროცესს. ამ შემთხვევაში შეთავაზება, რომელიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან საკმარისი რესურსი აქვს ამ პირობებს, რომ რეალურად შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ მათი დამოკიდებულება იმთავითვე არ ყოფილა კონსტრუქციული და ეს მოცემულობა ჩემი აზრით, გრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)