|
2021-03-15 10:35:33, 398 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა განცდა, რომ გადაწყვიტა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულებულიყო
„ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა განცდა, რომ გადაწყვიტა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულებულიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ქვეყანაშ კიდევ ერთი დღით დარჩენა მიუთითებს იმაზე, რომ არ აპირებს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს. „ოპოზიციას აქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს შეთანხმება შედეგს. გუშინ „ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა საზოგადოებაში განცდა, რომ „ოცნებამ“ გადაწყვიტა , რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო. მივესალმებით იმას, რომ მედიატორმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა ვიზიტი. დანიელსონი არ აპირებს პრემიერ-მინისტრს ხელცარიელი ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს ბრიუსელში . რაც არ უნდა მონდომებული იყოს ოპოზიცია და მედიატორი, ამ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე , შესაბამისად, გააჩნია დღეს როგორ წარსდგება ხელისუფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)