|
2021-03-15 10:16:43, 418 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ახლა ბურთიც და პასუხისმგებლობაც „ქართული ოცნების“ მოედანზეა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს შეთანხმებისთვის კიდევ ერთი შანსი მისცა. მანვე ისაუბრა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაზე და აღნიშნა, რომ ახლა ბურთიც და პასუხისმგებლობაც „ქართული ოცნების“ მოედანზეა „ყველას ერთად კიდევ ერთი შანსი მოგვცეს, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ამიტომ ამ შანსს სჭირდება გამოყენება. ჩვენ, ისევე როგორც წინა დღეებში, სრულად ვართ განწყობილი, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, განსაკუთრებით გუშინდელი საღამოს შემდეგ. ახლა ბურთიც და პასუხისმგებლობა არის „ქართული ოცნების“ მოედანზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)