|
2021-03-14 15:37:13, 466 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, მივაღწიოთ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდის მთავარი მიზანია მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის მთავარი მიზანი შარლ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმის შესრულებაა. „ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის და ჩვენი მთლიანი პოლიტიკური გუნდის, „ევროპული საქართველოს“ მიზანია მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ჯერ მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია და ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ ის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელმა მოხაზა. რაც შეეხება მოლაპარაკების დეტალებს ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ“, - აცხადებს გიგა ბოკერია. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ევროპული საბჭოს წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)