|
2021-03-13 15:17:44, 792 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას საქმეზე არათუ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ წინა დღეებშიც ვმსჯელობდით
„უფრო მეტი აღიარება და სკანდალურობა მინდა შევძინო ამ ყველაფერს - არათუ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ წინა დღეების განმავლობაშიც კი ვმსჯელობდით ნიკა მელიას საქმეზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძე ამბობს, სასამართლოს აღსრულების საკითხზე მსჯელობა როგორც პოლიტსაბჭოზე ასევე უმრავლესობის სხდომაზეც მიმდინარეობდა. „უფრო მეტი აღიარება და სკანდალურობა მინდა შევძინო ამ ყველაფერს - არათუ იმ დროს, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, არამედ წინა დღეების განმავლობაშიც კი ვმსჯელობდით ამაზე. იყო ორი ვერსია - სასამართლო პროკურატურის მიმართვას ან დააკმაყოფილებდა, ან არა. ერთ-ერთი ვერსიის აღსრულებაზე ვმსჯელობდით. პოლიტსაბჭოზე კი არა უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა დღეებით ადრე ამაზე საუბარი და ეს სკანდალური აღიარება მინდა დავამატო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)