00:16 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 13:40:50, 516 ნახვა

საზოგადოება
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტიანი კომუნიკაციის და მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდა

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტიანი კომუნიკაციის და  მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდა. როგორც ცნობილია, წყალტუბოსა და გარდაბანში იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს - ტრენინგები სწორედ იმ პირებმა გაიარეს, რომლებიც სამომავლოდ, აღნიშნული იუსტიციის სახლების გახსნის შემდეგ, ადგილზე დასაქმდებიან.

ამ ეტაპზე სწავლება 18-მა პირმა გაიარა. ტრენინგების  მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისთვის აუცილებელი ცოდნის მიღება,  მომსახურების სტანდარტების გაცნობა და ეფექტიანი მომსახურებისათვის საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იუსტიციის სახლში დანერგილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი მომსახურებისა და კომუნიკაციის მაღალ სტანდარტებს, ქცევის ეტიკეტს და სხვა.  ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ სერვისის გაცემისას მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომები გამოიყენონ, მართონ მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემური სიტუაციები და ა.შ.

იუსტიციის სახლი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, თანამშრომლებს მუდმივად უტარებს ტრენინგებს მომსახურების სტანდარტების  შესახებ, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სახელმძღვანელოს - “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში” მიხედვით. 

სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად და მაღალი სტანდარტით მიწოდებისთვის საჭირო ღონისძიებებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული და წლებია უზრუნველყოფს შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics