|
2021-03-13 12:21:37, 548 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონის შუამავლობით კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან დღეს და ხვალ გაგრძელდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან დღეს და ხვალ გაგრძელდება. როგორც „ევროპული საქართველოს" წევრმა, დავით ბაქრაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შესაძლებელია შედგეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ერთობლივი შეხვედრაც. „საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ მიშელის მიერ მომზადეულ 6 პუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტს, ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ ყველა პუნქტზე, გავიარეთ თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2 საკითხი, რიგგარეშე არცევნების ჩატარება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. დღეს დღის განმავლობაში და სავარაუდოდ ხვალაც, მოლაპარაკებები გაგრძელდება, იქნება შეხვედრები, როგორც ცალ-ცალკე ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან, ასევე შესაძლებელია შედგეს ერთობლივი შეხვედრაც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)