|
2021-03-13 11:29:24, 633 ნახვა
მსოფლიო
45 ქვეყანა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ და მისი მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს
45 ქვეყანა რუსეთს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მისი მოწამვლის გამოძიებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღნიშნული 45 ქვეყნის განცხადება, რომელთა შორის გარდა ევროპული სახელმწიფოებისა ავსტრალია, კანადა და იაპონიაა, ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოში პოლონეთის წარმომადგენელმა წაიკითხა. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი და ყველა უკანონოდ ან კანონის საწინააღმდეგოდ დაკავებული პირი, მათ შორის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფალი უფლებებისთვის, ასევე თავისუფალი სიტყვისთვის და გამოხატვისთვის, რელიგიისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. 45 ქვეყნის ერთობლივი განცხადების ავტორები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)