00:07 - 27 Jul, 2026
|
2021-03-13 09:33:13, 807 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება
იტალიის უმეტეს ნაწილში ორშაბათიდან მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობა კორონავირუსის მოსალოდნელი ახალი ტალღის შესახებ აცნობა. ამასთანავე, სამი დღის განმავლობაში, აღდგომის დღესასწაულზე 3-5 აპრილის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული იქნება სრული „ლოქდაუნი“. „ვიცი, რომ დღევანდელი შეზღუდვები გავლენას იქონიებს თქვენი ბავშვების განათლებაზე, ასევე ეკონომიკაზე და ყელას ფსიქიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 3.2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობა კი, 100 000-ს აჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)