|
2021-03-12 12:48:02, 483 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი „ტვ პირველზე“ - ტელევიზიაში არავითარი შეჭრა არ იგეგმება, პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს
ტელევიზიაში არავითარი შეჭრა არ იგეგმება, პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ „პირველთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ 2007 წელს მომხდარი ტელევიზიაში შეჭრის ფაქტი ხელისუფლებამ ჩამოიტოვა და დაასრულა 2012 წელს. „გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ეს არის აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან და მინდა შევახსენო ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს ვართ 2021 წელს, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა იმედის დარბევა და შეჭრა იმედში. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს, აქედან გამომდინარე პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)