01:39 - 25 Jul, 2026
|
2021-03-12 11:05:11, 491 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, კრისტიან დანიელსონი ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამასთანავე, როგორც ცნობილია, კრისტიან დანიელსონი შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთანაც გამართავს. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს დღეს, 13.00 საათზე შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)