|
2021-03-11 12:42:20, 574 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ნარიშკინის განცხადებაზე - რუსეთი ქართულ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია და რუსეთს საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვა სურს. „ეს არის პროვოკაციული განცხადება, ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითი ისე, თითქოს საქართველოს და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის შეუთანხმებლობა. ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები და როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ პარტნიორს შორის თანამშრომლობა, ყველა მიმართულებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ მიხეილ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია მართოს საქართველოს პოლიტიკური პროცესები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)